0
ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
კატეგორია:
ელექტრონული წიგნები,
მხატვრული ლიტერატურა 

აღწერა:
ბატონ დიდიე დორას
1
თვითმფრინავის ქვეშ ბორცვების ქუფრი ჩრდილები უკვე იჭრებოდა მოახლოებულ საღამოს ოქროსფერ ბინდში. ველები თანაბარი, უშრეტი შუქით იწყებდნენ ნათებას. ამ მხარეში ისინი ისეთივე ხელგაშლით აბნევენ თავიანთ ოქროს, როგორც ზამთრის მიწურულში იციან ხოლმე თოვლის ქათქათა სითეთრის შენარჩუნება კარგა ხნით.

0
ავტორი:  შარლოტა ბრონტე
კატეგორია: ელექტრონული წიგნები, მხატვრული წიგნი

აღწერა:
მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. იგი, როგორც ადამიანი, გაორებული პიროვნება ყოფილა. პატრიკ ბრონტე მომსწრე იყო ლუდიტების აჯანყებისა. იგი, ერთი მხრივ, მოხალისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონება იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიების მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი _ მეამბოხე ლუდისტების მხრივ, ისე მეორე _ ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემლობა დაუმსახურებია. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა.